|
2022-12-03 14:32:20, 2278 ნახვა
რეგიონი
ცნობილი ტრენერების ჩართულობით აჭარაში საჯარო ლექციები მიმდინარეობს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის სექტორისთვის ცნობილი სპიკერების ჩართულობით საჯარო ლექციები დაიწყო. მოტივაცია, დროის მენეჯმენტი და რეკრუტინგი ის თემებია, რომლებზეც მოწვეული ტრენერები ტურიზმის სფეროში დასაქმებულ პირებს მასტერკლასს უტარებენ. პირველი საჯარო ლექცია სტუმართმასპინძლობის სფეროში მოტივაციას დაეთმო. ცნობილი სპიკერი ანდრო დგებუაძე სექტორის წარმომადგენლებს სტუმართმასპინძლობის სფეროში თვითმოტივაციაზე, მოტივაციის როლსა და გავლენაზე ესაუბრა,ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით,აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მასტერკლასებს ტურიზმის სფეროში სერვისის ამაღლების მიზნით უწევს ორგანიზებას. მასში ანდრო დგებუაძესთან ერთად ნათია გოცაძე და ზაზა ქოიავა მონაწილეობს. მასტერკლასების განრიგისა და პროგრამის შესახებ ინფორმაცია სერვისის განვითარების ვებ-გვერდზეა http://serviceajara.ge/ ატვირთული. მათზე დასწრება აჭარაში ტურიზმის სფეროში დასაქმებულ პირებს შეუძლიათ. დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგებს, საჯარო ლექციებს, მასტერკლასებსა და სემინარებს მთელი წლის განმავლობაში უწევდა ორგანიზებას, რომელშიც საშუალოდ 1000-მდე სექტორის წარმომადგენელი იყო ჩართული.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)