14:15 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-30 11:16:18, 1141 ნახვა

პოლიტიკა
დავითულიანი სააკაშვილზე - ციხის საავადმყოფოშიც კი არ მკურნალობს, მეტი რა უნდა?! ბოდიში ახლა, სახლში ვერ უშვებენ ჯერ

ციხის საავადმყოფოშიც კი არ მკურნალობს, აი, მეტი რა უნდა?! ახლა სახლში, ბოდიში, ვერ უშვებს სასამართლო ჯერ, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა დავითულიანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. 

მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უნდა შეუშვას ექსპერტები იმისთვის, რომ შეამოწმონ როგორი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად. 

"თუ სააკაშვილი ექსპერტიზაზე ამბობს უარს, რეალურად მისი ჯანმრთელობა როგორ მდგომარეობაშია, ამას ვერ გავარკვევთ, ამიტომ პირველი, რაც უნდა ქნას,  შეუშვას ექსპერტები იმისთვის, რომ შეამოწმონ რეალურად როგორი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ციხის საავადმყოფოშიც კი არ მკურნალობს, აი, მეტი რა უნდა?! ახლა სახლში, ბოდიში, ვერ უშვებს სასამართლო ჯერ",- განაცხადა ბექა დავითულიანმა. 

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა გუშინ, 29 ნოემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოს კანონმდებლობით მსჯავრდებული პაციენტის საზღვარგარეთ გაყვანა შეუძლებელია.

 

რატი ბრეგაძემ მესამე პრეზიდენტს შესთავაზა, რომ ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ჩამოიყვანოს ექიმი და მკურნალობაში ჩართოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics