|
2022-11-29 17:01:10, 1301 ნახვა
საზოგადოება
ძმები ჭილაშვილების ქუჩაზე გზის კეთილმოწყობის სამუშაოები სრულდება
ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის დასახლებაში, ძმები ჭილაშვილების ქუჩაზე გზის კეთილმოწყობა სრულდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა 5 150 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, მოეწყო ტროტუარი, ხოლო 600 გრძივ მეტრზე - ბორდიური. ბოლო ეტაპის სამუშაოები თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანმა, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერეს. „ზღვისუბანში კიდევ ერთ საგზაო პროექტს ვასრულებთ. ძმები ჭილაშვილების ქუჩაზე, სადაც კეთილმოწყობილი გზა არასდროს ყოფილა, საგზაო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი დასახლებაა, სადაც გზის არარსებობის გამო გადაადგილების პრობლემა იქმნებოდა. გამგეობის მიერ გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, პროვაიდერმა კომპანიებმა მიწისქვეშა კომუნიკაციები მოაწყვეს“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ. მათივე ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 400 000 ლარი გამოყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)