00:39 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-29 14:33:11, 973 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგიამ და მუხთარ ბაბაევმა კრწანისის ტყეპარკში ნეკერჩხლისა და მუხის ხეები დარგეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, მუხთარ ბაბაევმა, ორი ქვეყნის მეგობრობის ნიშნად,  კრწანისის ტყეპარკში ნეკერჩხლისა და მუხის ხეები დარგეს. მინისტრებმა კრწანისის ტყეპარკში რეკრეაციის აღდგენითი სამუშაოებიც დაათვალიერეს.

კრწანისის ტყეპარკის აღდგენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და შვედეთის მთავრობის დაფინანსებით პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო” ფარგლებში მიმდინარეობს.

კრწანისის ტყეპარკში ორი მნიშვნელოვანი აქტივობა ხორციელდება, კერძოდ, „კრწანისის ტყის დეგრადირებული ეკოსისტემის აღდგენა და სამხრეთ კავკასიის ეკოსისტემების კვლევის და აღდგენის ცენტრის შექმნა" და „წითელ ნუსხაში შეტანილი და გადაშენების პირას მყოფი ხის სახეობების ex-situ კონსერვაცია". კრწანისის ტყეპარკში 7,5 კმ საგზაო მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები, 150 ჰა-ს შეღობვის, ღობის პერიმეტრის გამწვანებისა და გარე განათების სამუშაოები უკვე დასრულებულია;  პარკში მოეწყო დეკორატიული სკვერები და სარწყავი სისტემები;  ასევე, სხვადასხვა სახეობის 5000-მდე მწვანე ნარგავი დაირგა და ბალახის საფარი დაიგო. გამწვანების მაშტაბური სამუშაოები 2023 წლის გაზაფხულზეც გაგრძელდება.

კრწანისის ტყეპარკში რეკრეაციისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე გათვალისწინებული პირველი საჯარო სივრცე შეიქმნება, რომელიც იმგვარად მოეწყობა, რომ შენარჩუნდეს და აღდგეს არსებული უნიკალური ეკოსისტემა. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics