15:06 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-29 09:47:47, 2248 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯონ კირბი - ის, რასაც პუტინი ბოლო რამდენიმე კვირაა უკრაინაში აკეთებს, აბსოლუტურად ამაზრზენია

ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასიური დარტყმები უკრაინის წინააღმდეგობას დაარღვევს, კრემლის ხელმძღვანელის ასეთი ქმედებები „აბსოლუტურად ამაზრზენია”,- ამის შესახებ აშშ-ის თეთრი სახლის, ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

უკრაინის ელექტროქსელზე მიმდინარე თავდასხმებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ პუტინი მანამდე იარაღად საკვებს და შიშს იყენებდა, „ახლა ის იყენებს მოახლოებულ სიცივეს, რათა რეალურად ეცადოს უკრაინელი ხალხის დაჩოქებას“.

"როდესაც უყურებთ რა დაზარალდა, ეს არის თითქმის მთელი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მეტწილად ეს არის ელექტროენერგია, წყალი და რესურსები, რაც ხალხს სჭირდება, რადგან ისინი ემზადებიან ცივი ზამთრისთვის”,- განაცხადა კირბიმ.

მისი თქმით, ის რასაც პუტინი ბოლო რამდენიმე კვირაში აკეთებდა „აბსოლუტურად ამაზრზენია”.

„რასაც ის აკეთებს ბოლო რამდენიმე კვირაში არის აბსოლუტურად ამაზრზენი. ეს არ არის ის, რომ მან მანამდე ასე არ იქცეოდა, მაგრამ ... ეს მიზნები ძირითადად სამოქალაქოა. მას სურს შეეცადოს უკრაინელი ხალხის მუხლებზე დაჩოქებას, რადგან მას არ შეუძლია უკრაინელი სამხედროების დაჩოქება”,- დასძინა კირბიმ.

აშშ-ს პრაქტიკული ქმედებების შესახებ რუსეთის მსგავს ტერორთან დასაპირისპირებლად და უკრაინის შედეგების დაძლევაში დასახმარებლად კითხვაზე, კირბიმ "რამდენიმე რამ" თქვა:

პირველი, აშშ აგრძელებს უკრაინელი სამხედროებისთვის იარაღის მიწოდებას „შესაძლებლობებით და წვრთნებით, რომლებიც საჭიროა ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად“.

მეორე, აშშ მუშაობს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მთელს მსოფლიოში, რათა მოიპოვოს სათადარიგო ნაწილები, აღჭურვილობა, ტრანსფორმატორები და კომპონენტები უკრაინის ელექტროენერგიის აღდგენისა და გაშვებისთვის, ისევე როგორც "წყლის რესურსების".

შეგახსენებთ, რომ მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინას მოუწოდა, მზად ყოფილიყო რუსეთის ახალი დარტყმისთვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics