15:18 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-28 18:31:14, 857 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოიძე სააკაშვილზე - ძალიან ცუდად გამოიყურება, შესამჩნევია თვალის გარშემო კუნთის ტრემორიც

ძალიან ცუდად გამოიყურება, შესამჩნევია თვალის გარშემო კუნთის ტრემორიც. - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა საავადმყოფოში არ უმჯობესდება, პირიქით უარესდება.

"ყოველთვის ვცდილობ მიშას ჯანმრთელობაზე სიფრთხილით ვისაუბრო. ვშიშობ არ მოვახვიო ჩემი მძაფრი შთაბეჭდილებები საზოგადოებას, ან რამე სამედიცინო თვალსაზრისით არასწორად ვთქვა.
დღეს, ჩემი შთაბეჭდილება მძიმეა და ვალდებული ვარ გაგიზიაროთ. ძალიან ცუდათ გამოიყურება ფიზიკურად. შესამჩნევია თვალის გარშემო კუნთის ტრემორიც.
ეს დაადასტურა ჩემთან საუბარში მკურნალმა ექიმმაც. მისი მდგომარეობა საავადმყოფოში არ უმჯობესდება. უარესდება". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესს დაესწრებოდა, რადგან არ სურდა, რომ სხდომა ისევ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადებულიყო. 

სხდომა 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა კლინიკა "ვივამედმა" მესამე პრეზიდენტს სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა თარიღის განსაზღვრის გარეშე გადაიდო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics