16:24 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-25 09:19:37, 1776 ნახვა

ომი უკრაინაში
ICMP - ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 15 ათასზე მეტი ადამიანი დაიკარგა

დაკარგული პირების საერთაშორისო კომისიის (ICMP) შეფასებით , უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, 15000-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა.

როგორც ICMP-ის ევროპის დირექტორმა მეთიუ ჰოლიდეიმ აღნიშნა, გაურკვეველია, რამდენი ადამიანი იქნა იძულებით გადაადგილებული, რამდენი დააკავეს რუსეთში ან რამდენი გარდაიცვალა. 

"15 ათასი კონსერვატიული შეფასებაა, იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ მარიუპოლში, ხელისუფლება ამბობს, რომ 25,000 ადამიანი დაიღუპა ან დაკარგულად ითვლება. რიცხვები უზარმაზარია და უკრაინის წინაშე არსებული გამოწვევები უზარმაზარია",- თქვა ჰოლიდეიმ. 

უკრაინაში დაკარგული პირების საქმეების გამოძიების პროცესი წლების განმავლობაში გაგრძელდება საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგაც, დასძინა ICMP-ის დირექტორმა. 

უკრაინაში მიმდინარე ომის დროს, რუსი სამხედროები სისტემატურად სჩადიან ომის დანაშაულებს, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციების მრავალი მოხსენება ადასტურებს.

აშშ-ის ელჩმა გლობალური სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საკითხებში ბეთ ვან შააკმა თქვა, რომ არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ რუსული საოკუპაციო ძალები სჩადიან სისტემატურ სამხედრო დანაშაულებს უკრაინის ყველა რეგიონში, რომელიც მათ კონტროლს ექვემდებარება. 

უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა უკრაინის ომის შესახებ ახალ ანგარიშში რუსეთი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში დაადანაშაულა. ეს ეხება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადაადგილებას, დეპორტაციას და ფილტრაციას.

თვის დასაწყისში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ საბრძოლო ზონის მონაცემები ყოველთვის ახლდება, თუმცა არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 7 ათასი უკრაინელი დაკარგულად ითვლება.

გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსებმა უკრაინიდან 10,7 ათასზე მეტი ბავშვი გაიტაცეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics