|
2022-11-22 18:21:26, 980 ნახვა
პოლიტიკა
კრემლი ამტკიცებს, რომ კიევ-პეჩერის ლავრაში ჩხრეკა რუსულ მართლმადიდებლობასთან ომია
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ჩატარებული ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რუსეთმა ომის კონტექსტში უნდა განიხილოს. - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა, უკვე დიდი ხანია, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ებრძვის. "მე ვიტყოდი, რომ ეს უნდა განიხილებოდეს, როგორც მორიგი რგოლი რუსეთის მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ამ სამხედრო მოქმედებების ჯაჭვში". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკას აწარმოებს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს. СБУ-ს ცნობით, კიევის უდიდეს მონასტერში, კონტრდაზვერვითი ღონისძიებები ეროვნულ პოლიციასა და ეროვნულ გვარდიასთან ერთად, რუსული სპეცსამსახურების დივერსიული საქმიანობის წინააღმდეგ ტარდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)