|
2022-11-22 17:27:18, 1229 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის დუმამ ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური ხელშეწყობის დოკუმენტი დაამტკიცა
რუსეთის სახელმწიფო დუმამ ოკუპირებული აფხაზეთის 2022-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო ხელშეწყობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, მინისტრთა კაბინეტმა დოკუმენტი რატიფიკაციისთვის 10 ნოემბერს წარადგინა, ხოლო შეთანხმებას მხარეებმა 4 აგვისტოს მოაწერეს ხელი. თავად დოკუმენტი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ფინანსური დახმარების საკითხებს არეგულირებს და მიხნად ისახავს ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების დადებისას მხარეთა მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. ამასთან, როგორც მედია განმარტს, საუბარი არ არის თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავ სფეროებში ვალდებულებებზე. ხელშეკრულება ასევე განსაზღვრავს მხარეთა უფლებამოსილ ორგანოებს „აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში ურთიერთქმედებისა და დახმარების საკითხებზე”. გარდა ამისა, ხელშეკრულება განსაზღვრავს რუსეთის მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აქტივობების თანადაფინანსების პროცედურასა და პირობებს, ასევე საკონტროლო ზომებს და პასუხისმგებლობას დაფინანსების პირობების შეუსრულებლობისა და სახელმწიფო პროგრამული აქტივობების განხორციელების ძირითადი მიზნობრივი ინდიკატორების შეუსრულებლობისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)