08:42 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-21 16:03:36, 2210 ნახვა

რეგიონი
მესტიის აეროპორტში სრულმასშტაბიანი სწავლება გაიმართა

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება  გაიმართა. სწავლება, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა. ,,მესტია 2022“-ის სწავლებაში მონაწილეობა მესტიის აეროპორტის პერსონალმა, საქაერონავიგაციის წარმომადგენლებმა, შსს-ს სსდ - საგანგებო სიტუაციების  მართვის სამსახურმა, ასევე სიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და  გადაუდებელი დახმარების ცენტრმა.

სწავლება სხვადასხვა მოდელირებული სცენარით მიმდინარეობს, რა დროსაც იკრიბება საავარიო-ოპერატიული ცენტრი და მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან.

სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლების დასრულების შემდეგ გაიმართა დასკვნითი ბრიფინგი, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების უსაფრთხოებისა და ხარისხის მენეჯერმა თემურ ჩილინდრიშვილმა სწავლების მონაწილეებთან ერთად შეაჯამა.

,,მსგავსი სახის სწავლების მიზანი აეროპორტში ყველა მომსახურე პერსონალის მზადყოფნა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამოვლინებაა. წელს, პირველად ჩატარდა მესტიის აეროპორტში სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლება. ყველა შესაბამისი სამსახური სცენარის მიხედვით მოქმედებდა და საერთაშორისო სტანდარტები სწავლებისას მაქსიმალურად იყო დაცული,-‘’განაცხადა თემურ ჩილინდრიშვილმა.

საქართველოს აეროპორტებში სრულმასშტაბიანი სწავლება პერიოდულად, 2 წელიწადში ერთხელ ტარდება.  

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics