|
2022-11-20 11:54:52, 827 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - კეზერაშვილს უნდა, რომ ოპოზიციაში მთავარი ლიდერი გახდეს
,,ნაცმოძრაობა რჩება ყოველთვის "ნაცმოძრაობად". რაც შეეხება მელიას და ხაბეიშვილს, მელიაც იყო ფორმალური თავმჯდომარე და ხაბეიშვილიც იქნება ფორმალური თავმჯდომარე. ანუ, მათ პიროვნებებს საერთოდ არანაირი გავლენა არ ექნებათ’’, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა ,,აქტუალურ შაბათში’’ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კეზერაშვილი აფინანსებს "ნაცმოძრაობის" შიგნით ერთ დაჯგუფებას, რომელსაც ხაბეიშვილი ხელმძღვანელობს. მისივე თქმით, ასევე, აფინანსებს ხოშტარია-ვაშაძე-ჯაფარიძის "ტროიკას" და მისი მიზანია, რომ ეს ადამიანები ერთმანეთთან დააკავშიროს და ასე გახდეს ოპოზიციის შიგნით ლიდერი. ,,კეზერაშვილი აფინანსებს, ერთი მხრივ, ამ დაჯგუფებას ნაცმოძრაობის შიგნით. თუ გადამწყვეტ გავლენას მოიპოვებს ნაცმოძრაობაზე, ეს მისთვის იქნება პატარა პოლიტიკური გამარჯვება, ანუ შიდა პარტიული გამარჯვება. დამატებით აფინანსებს ცნობილ ტროიკას, ეს არის ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძე და, რა თქმა უნდა, ეცდება, რომ ისინი რაღაც ფორმით გააერთიანოს. ეცდება, რომ კიდევ ერთხელ, მოახდინოს მონოპოლიზება იმ სივრცეში, რასაც ქვია რადიკალური ოპოზიცია. რეალურად, მათ დიდი რესურსი ვერ ექნებათ. რატომ? მთავარი მიზეზი არის, რომ საზოგადოება ხედავს ყველაფერს, რაც უკავშირდება ამ პოლიტიკური ძალის საქმიანობას. მათ შორის, ამ ადამიანების ბიოგრაფიებიც იცის. ჯერ რაზეა საუბარი, როდესაც კეზერაშვილს უნდა, რომ გახდეს მთავარი ლიდერი ოპოზიციაში. კეზერაშვილი, რომელიც ცნობილია ყაჩაღობით, პირდაპირ აყაჩაღებდა ბიზნესს, ანუ ერთ-ერთ მთავარი რეკეტიორი იყო ადეიშვილთან ერთად. ბიზნესის დაყაჩაღებით იყო ცნობილი, ჯერ კიდევ, როცა იყო ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი, მერე როცა გადაინაცვლა სხვა პოზიციებზე, მათ შორის, არაფორმალურ პოზიციაზე, რეკეტი იყო მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება. ჯარი გაძარცვა, შემდეგ უკვე, როგორც საერთაშორისო გამოძიება ადგენს, გადავიდა ევროპელი პენსიონერების ძარცვაზე. ასეთ ადამიანს, ოლიგარქს უნდა, რომ ის გახდეს ოპოზიციის შიგნით ლიდერი. ჯერ, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ. საქართველოს აქვს თვისი ამბიცია, გამომდინარე ჩვენი ისტორიიდან, ამ ამბიციასთან აბსოლუტურად არათავსებადია კეზერაშვილის ფიგურა, მერაბიშვილის ფიგურა, ხაბეიშვილის ფიგურა, მელიას ფიგურა და ა.შ. აქედან გამომდინარე, როგორც არ უნდა გადალაგდეს ნაცმოძრაობის შიგნით სურათი, ისინი თვის თავს ვერ გადაახტებიან’’, - განაცხადა კობახიძემ.
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
NGO-ები: საგანგაშოდ მივიჩნევთ ვახო სანაიას დაკავებას, სოლიდარობას ვუცხადებთ
ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვა სექტემბრიდან განახლდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)