|
2022-11-19 13:15:38, 901 ნახვა
პოლიტიკა
FAO-ს ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის III ფაზის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) III ფაზის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ევროკავშირის მხარდაჭერით, 12 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების პროგრამის ფარგლებში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ მიღწეული შედეგები მონაწილეებს წარუდგინეს. როგორც მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ENPARD-ის პროგრამა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს ევროკავშირის სტანდარტებთან და მოთხოვნებთან დაახლოებაში ეხმარება. "პროგრამის ფარგლებში მივიღეთ სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც სრულად პასუხობს ევროკავშირის მოთხოვნებს. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, 350-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა საგრანტო მხარდაჭერით, რაც გულისხმობს 40%-იან თანადაფინანსებას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, ტექნოლოგიებზე წვდომისა და ახალი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების დანერგვის მიმართულებით. აღნიშნული დაეხმარება ფერმერებს, გახდნენ კონკურენტუნარიანები, ისარგებლონ დამატებით ფინანსური რესურსებით და მოახდინონ საკუთარი პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა. „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, 2013 წლიდან, წარმატებით უწყობს ხელს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას. ეროვნული სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის გაუმჯობესებაში ტექნიკური დახმარების გაწევით, კომპანიებისთვის და ფერმერებისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებით, ფერმერების ტრენინგებით, სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო სექტორის მთავარ წარმომადგენლებთან ნაყოფიერი თანამშრომლობით, FAO-მ და ევროკავშირმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის სრული პოტენციალის წარმოაჩენას შეუწყვეს ხელი და ადგილობრივი თემებისთვის მდგრადი აგროსასურსათო სისტემების განვითარების უპირატესობასაც გაუსვეს ხაზი,“ - განაცხადა FAO-EU პროგრამის კოორდინატორმა, ხავიერ სანს ალვარესმა. ღონისძიების მონაწილეებმა მომავალი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD მე-4 ფაზის სასოფლო-სამეურნეო სისტემის მდგრადი განვითარების ძირეული პრიორიტეტებიც განიხილეს. პანელურ დისკუსიებზე გარემოსდაცვით საკითხებზე და საუკეთესო პრაქტიკებზე, ENPARD-ის IV ფაზის ფარგლებში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
NGO-ები: საგანგაშოდ მივიჩნევთ ვახო სანაიას დაკავებას, სოლიდარობას ვუცხადებთ
ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვა სექტემბრიდან განახლდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)