20:33 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-18 14:57:04, 1328 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე EPP-ზე - კაცურად გამოვიდნენ და თქვან, რომ აწესებენ სანქციებს და საზოგადოება უკეთესად შეაფასებს, თუ რას ითხოვენ ივანიშვილისგან

ხდება ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება ფარულად, კონკრეტული მიზნით, ამისთვის ისინი იყენებენ არაფორმალურ სანქციას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აჯობებს, "კაცურად გამოვიდნენ" და თქვან, რომ აწესებენ რაღაც სანქციებს და საზოგადოება კიდევ უკეთესად შეაფასებს იმას, თუ რას ითხოვენ ბიძინა ივანიშვილისგან. 

„ანუ, არაფორმალური სანქციები ისედაც დაწესებულია. შეიძლება უკეთესიც იყოს, ამ არაფორმალური სანქციების ფორმალიზება მოხდეს ამ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ დააშანტაჟონ ბიძინა ივანიშვილი კონკრეტული მიზნით. ხდება ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება ფარულად, კონკრეტული მიზნით, ამისთვის ისინი იყენებენ არაფორმალურ სანქციას. კერძოდ, აჩერებენ თანხებს. მგონი ამას აჯობებს, კაცურად გამოვიდნენ და თქვან, რომ აწესებენ რაღაც სანქციებს და საზოგადოება კიდევ უკეთესად შეაფასებს იმას, თუ რა დგას ამ სანქციების უკან, რა არის შანტაჟის მიზანი და რას ითხოვენ ბიძინა ივანიშვილისგან - რატომ თხოვენ მას პოლიტიკაში დაბრუნებას“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics