|
2022-11-18 13:41:13, 993 ნახვა
პოლიტიკა
მანჯგალაძე ღარიბაშვილს - კანდიდატის სტატუსს რომ ვერ მიიღებს საქართველო, რა ფორმით აპირებთ პასუხისგებას?
რა ფორმით აპირებთ პასუხისგებას, როცა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს საქართველო და როცა ამ ისტორიულ შანსს დაკარგავს საქართველო,- ასე მიმართა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ღარიბაშვილს. მისი თქმით, ხელისუფლებამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის განაცხადს ხელი იძულებით მოაწერა. "მე რომ მაბრალებდა პრემიერი, რომ მე არ ვმუშაობ სამუშაო ფორმატში და შეიძლება ამის გამო არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, სინამდვილეში, დაადასტურეს და ადასტურებენ ყოველდღიური ქმედებები, რომ ეს იყო იძულებით განაცხადი. დიახ, ძალით გააკეთეს განცხადება, ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და შეეშინდათ და შეიტანეს ეს განაცხადი. ძალთ შეგატანინეთ განაცხადი კანდიდატის სტატუსზე? მაინტერესებს, დღეს საქართველოს რომ კანდიდატის სტატუსი აქვს, ეს ძალით გააკეთეთ თუ თქვენი არჩევანი იყო. თქვენი დამსახურებით არ აქვს კანდიდატის სტატუსი ქვეყანას. მარტივ კითხვას გისვამთ - რა ფორმით აპირებთ პასუხისგებას, როცა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს საქართველო, ამ ისტორიულ შანსს, რომ დაკარგავს საქართველო, რა ფორმით აპირებთ პოლიტიკურ პასუხისგებას?",- გაანაცხადა მანჯგალაძემ. ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. პრემიერ-მინისტრი ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძის და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს პასუხობს. შეკითხვები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)