21:32 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-17 21:57:49, 975 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - რეზოლუციას ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს, უსამართლოა ის ტექსტი, რომელიც არის წარმოდგენილი

ამ რეზოლუციას ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო, აბსოლუტურად უსამართლოა ის ტექსტი, რომელიც არის წარმოდგენილი. სამარცხვინოა ასეთი ჩანაწერები და საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს ამ ჩანაწერებს, რაც ხვდება ასეთ რეზოლუციებში - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული შესწორების შესახებ დასმული კითხვის პასუხად. 

მისივე თქმით,ცალკეულ ევროპარლამენტარებს აქვთ სხვადასხვა სახის პოლიტიკური ინტერესი. სინამდვილეში, ყველამ ყველაფერი იცის რა ხდება საქართველოში. 

"გლუკსმანი არის სოციალისტების  ჯგუფის წევრი,  ეს კაცი იყო სააკაშვილის კორუფციის ერთ-ერთი ბენეფიციარი. დაჰყავდა კუნძულ ბალიზე, ერთად სეირნობდნენ და ა.შ. აქ პარტიულ კუთვნილებას აღარ აქვს მნიშვნელობა, როდესაც მეგობრობაზეა საუბარი. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან ყველაფერი. რაღაც მოლოდინები ჰქონდათ ჩვენგან, რომელიც ეტყობა არ გავუმართლეთ. მათ აქვთ სხვადასხვა სახის პოლიტიკური ინტერესი, თორემ ყველამ ყველაფერი იცის. კუბილიუსმა, დამიჯერეთ, ყველა ევროპარლამენტარზე უკეთესად იცის რაც ხდება სინამდვილეში საქართველოში“ - ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics