|
2022-11-17 12:56:45, 686 ნახვა
საზოგადოება
ცოფის დიაგნოსტიკის სფეროს გაძლიერებისთვის, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სპეციალისტების გადამზადება მიმდინარეობს
ცოფის დიაგნოსტიკის სფეროს გაძლიერების მიზნით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სპეციალისტების გადამზადება მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელი ცოფის თანამედროვე მეთოდების დანერგვას ახორციელებს. აღნიშნულის ფარგლებში, ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში იგეგმება ცოფის დაავადების დიაგნოსტიკის დანერგვა კვლევის ახალი მეთოდების შესაბამისად. ამ ეტაპზე, თბილისის ცენტრალურ ლაბორატორიაში, ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის სპეციალისტებს, ცოფის დიაგნოსტიკის მეთოდიკის შესასწავლად, ტრენინგები უტარდებათ. გეგმის თანახმად, 2023 წლისთვის, ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში სრულფასოვნად უნდა დაიწყოს ცოფის დაავადების დიაგნოსტიკა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დასავლეთ საქართველოში ცოფის დაავადების ოპერატიულ დიაგნოსტირებას. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში აქტიურად მიმდინარეობს კვლევის მეთოდების დანერგვის და სრულყოფის პროცესი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)