21:54 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-16 22:51:08, 1701 ნახვა

ომი უკრაინაში
თეთრი სახლი - არსებული ინფორმაციით, პოლონეთში უკრაინული საზენიტო რაკეტა ჩამოვარდა

არსებული ინფორმაციით, პოლონეთში უკრაინული საზენიტო რაკეტა ჩამოვარდა. - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, ედრიენ უოტსონმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ტრაგიკული მოვლენაში პასუხისმგებელი მხარე რუსეთია.

„ჩვენ არაფერი გვინახავს ისეთი, რაც ეწინააღმდეგება პრეზიდენტი დუდას წინასწარ შეფასებებს, რომ ეს აფეთქება, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტის შედეგია, რომელიც სამწუხაროდ პოლონეთში ჩამოვარდა“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიური სარაკეტო თავდასხმისას, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა“.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას.

პოლონეთის მოთხოვნით, ნატო-ს ელჩები, 16 ნოემბერს, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეხვდრას გამართავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics