|
2022-11-15 14:42:49, 2075 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე კეზერაშვილისა და ვოლკერის შეხვედრაზე - საქართველოს წინააღმდეგ დავალებების მიმცემი ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი გამოკვეთილია
ჩვენ ვსაუბრობდით არა მხოლოდ „ნაცმოძრაობასა“ და მათ ოლიგარქებზე, არამედ დავალების მიმცემებზე - როგორც ჩანს, საქართველოს წინააღმდეგ დავალებების მიმცემი ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი უკვე გამოკვეთილია, - ასე პასუხობს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დავით კეზერაშვილისა და ნატო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კურტ ვოლკერის შეხვედრის თაობაზე დასმულ კითხვას. მდინარაძის განცხადებით, არ ჰგონია, რომ ვოლკერსა და კეზერაშვილს ხელოვნებაზე ესაუბრათ. „საუბრის თემა რა იქნებოდა და რა საკითხებზე იმსჯელეს, ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ როცა ჩვენ ვსაუბრობდით არა მხოლოდ „ნაცმოძრაობასა“ და მათ ოლიგარქებზე, არამედ დავალების მიმცემებზე, ამ ფრაზას ხომ შემთხვევით არ ვიყენებდით და ჰაერიდან არ მოგვიტანია, ამის უკან გარკვეული რეალობა დგას. ყველა ხედავს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. როგორც ჩანს, ახლა ჩვენ მტკიცებულება გვაქვს დავალების მიმცემის შესახებ. ამ ადამიანის მიერ საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებიც გვახსოვს, ვითომ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ შეფუთული, მაგრამ როგორც ჩანს, საქართველოს წინააღმდეგ დავალებების მიმცემი ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი უკვე გამოკვეთილია და ამას ადასტურებს ერთ-ერთი თქვენი კოლეგა კონკრეტული მტკიცებულებებით. არ მგონია, ეს შეხვედრა შემთხვევითი ყოფილიყო და ხელოვნებაზე ესაუბრათ,“ - განაცხადა მდინარაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)