|
2022-11-14 13:21:39, 961 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე „ნაცმოძრაობაზე“ - დამზადებული ყუმბარები საკუთარ ხელში აუფეთქდათ
საუბრობდნენ იმაზე, რომ შეძლებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ პრობლემების შექმნას და როგორც ჩანს, ეს დამზადებული ყუმბარები საკუთარ ხელში აუფეთქდათ,- ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ვითარებას. მისი თქმით, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია იმდენად მწვავედ განიცდიან კრახსა და მარცხს, რომ აღარ დარჩათ რესურსი, რომ შენიღბონ ამ დრომდეც არსებული პრობლემები. "ისინი ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ შეძლებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ სერიოზული პრობლემების შექმნას და როგორც ჩანს, ეს დამზადებული ყუმბარები საკუთარ ხელში აუფეთქდათ. ფაქტია, რომ იმდენად მწვავედ განიცდიან კრახსა და მარცხს, რომ აღარ დარჩათ რესურსი, რომ შენიღბონ ამ დრომდეც არსებული პრობლემები პარტიაში",- განაცხადა სარჯველაძემ. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ და ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)