|
2022-11-11 22:47:06, 1528 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ინტელექტუალური დაპირისპირება არ არსებობს, ეს არის ბრძოლა დესტაბილიზაციისთვის
„ნაციონალურ მოძრაობაში“ არავითარი ინტელექტუალური დაპირისპირება არ არსებობს, ეს არის ბრძოლა დესტაბილიზაციისთვის. - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით,დაპირისპირების მთავარი მიზეზია ის, რომ იმ ტემპითა და მასშტაბით ვერ განვითარდა საპროტესტო აქციები, რომელიც პასუხობდა რევოლუციური სცენარის განვითარებას. „შეუთანხმებლობა, დაპირისპირება, მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით გახდა მიზეზი მოსალოდნელი ცვლილებისა. არავითარი ინტელექტუალური დაპირისპირება აქ არ არსებობს, არის დაპირისპირება ვინ უფრო დიდი რესურსით ჩაერთვება ქვეყნის დესტაბილიზაციის საქმეში. მელია იჩემებს, რომ მას შეუძლია, ეს გააკეთოს. იგი ამბობდა, სააკაშვილის ადგილზე რომ ყოფილიყო, დიდი ხნის ჩამოსული იქნებოდა, შემდეგ როცა დააკავეს, შეცვალა თავისი პოზიცია. სხვები არიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ დესტრუქციაში მელიასაც აჯობებენ და სხვა კოლეგებსაც". - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)