02:17 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-08 17:44:34, 762 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი - ივანიშვილი ჩემთვის არის ქველმოქმედი და ადამიანი, რომელმაც დაამარცხა რეჟიმი

ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის არის ქველმოქმედი, ასევე, ის ადამიანი, რომელმაც 2012 წელს შეძლო და დაამარცხა რეჟიმი, რომელიც ცალსახად მიდიოდა ავტორიტარიზმისკენ, − ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

იუსტიციის მინისტრი ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების მოთხოვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ თემაზე გაკეთებული ნებისმიერი განცხადება  პოლიტიკურია და მოკლებულია ფაქტებსა და არგუმენტაციას.

„პოლიტიკოსი იმიტომ არის პოლიტიკოსი, რომ შეუძლია, გააკეთოს ნებისმიერი სახის განცხადება, თუმცა, ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, სჭირდება დასაბუთება, არგუმენტაციის მოტანა, ფაქტების მოყვანა. სხვა შემთხვევაში საუბარი მოკლებული იქნება საფუძველს, თუ კი  არ გვექნება კონკრეტული ფაქტები. ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, ბევრი რამ შეიძლება ითქვას როგორც ევროპაში, ისე საქართველოში, მაგრამ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ესაჭიროება შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ ინფორმაციას",- ამბობს ბრეგაძე. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics