13:29 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-01 13:40:00, 1555 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთში მიგრანტების ნავი ჩაიძირა - უგზო-უკვლოდ დაკარგულ ათობით ადამიანს ეძებენ

საბერძნეთში, ევიასა და ანდროს კუნძულებს შორის, ღამით თურქეთიდან შესული მიგრანტების ნავი ჩაიძირა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ნავზე, დაახლოებით, 68 ადამიანი იმყოფებოდა.

სანაპირო დაცვა აცხადებს, რომ ჯერჯერობით მხოლოდ 9 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ისინი საბერძნეთის დედაქალაქის აღმოსავლეთით მდებარე დაუსახლებელ კლდოვან კუნძულზე იპოვეს.

უგზო-უკვლოდ დაკარგული ათობით მიგრანტის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

სანაპირო დაცვის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში ვერტმფრენი, სანაპირო დაცვის საპატრულო კატარღა და ორი გემი მონაწილეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics