|
2022-10-27 10:13:04, 916 ნახვა
საზოგადოება
ლეჩხუმში რთველი გრძელდება
ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა ღვინის კომპანიებს ყურძენს შეფერხების გარეშე აბარებს. 27 ოქტომბრის მდგომარეობით, ღვინის კომპანიების მიერ მიღებულია 134 ტონამდე ყურძენი. წინასწარი პროგნოზით, მიმდინარე წელს, ცაგერის რაიონში 700 ტონამდე ყურძნის მოსავალს მიიღებენ. 2022 წლის რთველი წარმატებით სრულდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყურძნის მოსავალი ფაქტობრივად დაბინავებულია. ამ ეტაპისთვის, ქვეყნის მასშტაბით, 246 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა. რთველი დასრულებულია რაჭის რეგიონშიც, სადაც 1570 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის მოსავალია გადამუშავებული. სახელმწიფოს დაპირება, რომ რთველი ჩაივლიდა ორგანიზებულად და ყველა მევენახე შეძლებდა მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებას, შესრულებულია.
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
მონაკოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)