|
2022-10-26 11:38:45, 838 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ბოლო დღეების განმავლობაში, პარკებსა და სკვერებში განათების ბოძებს დამცავ ხუფებს ხსნიან
პარკებსა და სკვერებში ხშირია ვანდალიზმის ფაქტები, ბოლო დღეებში კი განათების ბოძებს ხსნიან დამცავ ხუფებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერმა აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი ფოტომასალა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი დაზიანებულ ინვენტარს სრულად აღადგენს. „ვანდალიზმი ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის, ქალაქისთვის და სამწუხაროდ, ხშირად ფიქსირდება ფაქტები, როდესაც ახლად რეაბილიტირებულ, მოწესრიგებულ სივრცეებში მიზანმიმართულად აზიანებენ ინფრასტრუქტურას. ბოლო დღეების განმავლობაში, სკვერებსა და პარკებში განათების ბოძებს ხსნიან დამცავ ხუფებს. ასეთ ფაქტებს ყოველთვის აქვს შესაბამისი რეაგირება - ხდება დაზიანებული ინვენტარის აღდგენა და განათების ბოძებზე მოპარული ხუფების თავიდან მონტაჟი, მაგრამ თავად ფაქტი დიდი პრობლემაა“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა ვანდალიზმის ჩამდენ პირებს შეახსენა, რომ მათი ქმედებები მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის. „მინდა, ვანდალიზმის ჩამდენ პირებს მივმართო - რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის უმძიმესი დანაშაული. ამით საფრთხეს უქმნით ჩვენს თანამოქალაქეებს, მათ უსაფრთხოებას, პარკში მყოფ ნებისმიერ დამსვენებელს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მანვე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოქალაქეებს ინფორმაციის მოწოდებისკენ, ხოლო დედაქალაქის გამგეობების წარმომადგენლებს მონიტორინგის გაგრძელებისკენ მოუწოდა. „მოგმართავთ თქვენ, მოქალაქეებს თხოვნით, ნუ აუვლით გულგრილად გვერდს მსგავს ფაქტებს, დააფიქსირეთ და მოგვაწოდეთ ყოველი ასეთი შემთხვევა მერიის ცხელ ხაზზე ან მუნიციპალიტეტის სოციალური გვერდების მეშვეობით. გამგეობებს კი ვავალებ, კიდევ უფრო გაასმაგებული ყურადღებით განაგრძონ მონიტორინგი და დაზიანებულის აღდგენა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
მონაკოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)