|
2022-10-25 15:53:22, 1881 ნახვა
რეგიონი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტმა ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა და 507 300 000 ლარს შეადგენს
აჭარის მთავრობის სხდომაზე 2023 წლის აჭარის ბიუჯეტის პრიორიტეტების შესახებ იმსჯელეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, პირველად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტმა გადააჭარბა ნახევარ მილიარდ ლარს, 5.2%-ით გაიზარდა და 507 300 000 ლარს შეადგენს. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტი 3 827 205 ლარით გაიზარდებაა და 32 735 000 ლარი იქნება. შედეგად, პირველად დაიწყება შშმ სტატუსის მქონე დედათა და ორსულთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება 2000 ლარის ოდენობით; გაიზრდება შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამები; გაიზრდება ელექტრო-ეტლების რაოდენობა და დამხმარე საშუალებების ნუსხა. 4 მლნ ლარამდე გაიზარდა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამა. ასევე გაიზარდა ძვლის ტვინისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება და ბენეფიციარების რაოდენობა: ღვიძლის ტრანსპლანტაცია დაუფინანსდება 25 პაციენტს - თითოეულს 120 000 ლარით, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისათვის გამოიყოფა 125 000 ლარიდან -235 000 ლარამდე. 2023 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობის მეორე ფაზის დაფინანსებას და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსება განისაზღვრა 17 მილიონი ლარით. აჭარის 2023 წლის ბიუჯეტით იზრდება ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი 4 080 000 ლარამდე, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან თითოეულ ოჯახზე თანადაფინანსების წილი 40 000 ლარამდე.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)