09:43 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-25 13:53:51, 1077 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე - ევროპაში არავის აქვს ილუზია, რომ „ოცნებიდან“ წასულები დამოუკიდებელი ორგანიზმი არიან

არანაირი ილუზია, იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართული ოცნებიდან" ვიღაცები მიდიან და "ხალხის ძალა" არის დამოუკიდებელი ორგანიზმი ევროპაში არავის არ აქვს, - ამის შესახებ პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბრიუსელში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. 

მისი თქმით, დასავლეთს საქართველოს ხელისუფლებასთან არაერთხელ ჰქონდათ კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება პარტნიორი ქვეყანა ევროკავშირთან მიმართებაში პროპაგანდას უწყობდეს ხელს. 

"რაც შეეხება დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც გვითხრეს არის ის, რომ მათ საქართველოს ხელისუფლებასთან ჰქონდათ კომუნიკაცია არაერთხელ და უთხრეს, რომ ეს მტკნარი ტყუილია და არ შეიძლება პარტნიორი ქვეყანა ასე იქცეოდეს ევროკავშირთან მიმართებაში, მაგრამ თქვეს, რომ ისინი მაინც აგრძელებენ იმის კეთებას, რასაც აკეთებენ, მათ შორის არანაირი ილუზია, იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნებიდან ვიღაცები მიდიან და ეს ხალხის ძალა არის დამოუკიდებელი ორგანიზმი ევროპაში არავის არ აქვს, ზუსტად ესაა ერთი და იგივე ესაა ქართული ოცნება", - განაცხადა ჯაფარიძემ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics