|
2022-10-24 17:10:14, 2483 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით დაფინანსება 2023 წელს გაორმაგდება, მნიშვნელოვნად გაიზრდება სპორტის დაფინანსება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, მთავრობის სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტის მთავარი მიმართულებების განხილვისას აღნიშნა, რომ კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით ბიუჯეტი იზრდება 40%-ით და შეადგენს 25 500 000 ლარს. შესაბამისად, გაძლიერდება ხელოვანების მხარდამჭერი პროგრამები; მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება ფესტივალებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაში; გაორმაგდება კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის დაფინანსება. „იზრდება კულტურის სფეროს და კულტურის შესაბამისი მუშაკების და პროგრამების დაფინანსება. მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება კულტურული ღონისძიებების ორგანიზების კუთხით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კულტურული მემკვიდრეობის მოვლის, შენახვის და რეაბილიტაციის მიზნით გაორმაგდება ბიუჯეტი და შესაბამისი პროგრამები განხორციელდება" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. 2023 წელს აჭარაში სპორტის დაფინანსება მილიონი ლარით იზრდება. ასევე, იზრდება მასობრივი სპორტის დაფინანსება; იზრდება ფედერაციების დაფინანსებაც. „იზრდება დაფინანსება სპორტის მიმართულებით. თითოეულ ფედერაციაზე დაფინანსება გაიზარდა 10 ათას ლარზე მეტით. ასევე გაიზრდება შესაბამისი მხარდაჭერა პრიზიორების, როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის ჩემპიონატების და მათ ერთჯერად პრიზებთან ერთად დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)