|
2022-10-22 15:48:27, 2385 ნახვა
კომენტარი
დოროყაშვილი - კატეგორიულად არ ვეთანხმებით მოსამართლის გადაწყვეტილებას - ეს ბრძოლა არ დამთავრებულა, ახლა იწყება
მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა ყველა იმ ქალს, ვინც დღეს ამ წუთას და ამ წამს, იმყოფება ძალადობის ქვეშ, - ასე აფასებს ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნეკა დოროყაშვილი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს. მისი თქმით, ბრძოლა არ დასრულებულა და ყველა ინსტანციას მიმართავს, რათა სიმართლე დაამტკიცოს. "მოვაწერეთ ოფიციალურად ფემიციდს ხელი და რეალურად, მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა ყველა იმ ქალს, ვინც დღეს ამ წუთას და ამ წამს, იმყოფება ძალადობის ქვეშ. რა თქმა უნდა, კატეგორიულად არ ვეთანხმებით მოსამართლის გადაწყვეტილებას, აუცილებლად ვიბრძოლებთ, ჩვენ მივდივართ ყველა ინსტანციაში და რეალურად, ეს ბრძოლა არ დამთავრებულა, პირიქით, ახლა იწყება", - ამბობს დოროყაშვილმა. ცნობისთვის, ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება, გუშინ, 21 ოქტომბერს გამოაცხადა. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას გადაწყვეტილებით, ბასილაშვილი ყველა ეპიზოდზე გამართლდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)