16:10 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-21 21:05:45, 1470 ნახვა

საზოგადოება
მოსამართლე - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ბასილაშვილმა დოროყაშვილის მხრიდან ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადა

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელი განაჩენი განმარტა.

მისივე თქმით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ბასილაშვილმა დოროყაშვილის მხრიდან განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

"ჩვენ გამოვიკვლიეთ ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, სადაც იყო გარკვეული ეპიზოდები, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი არაეთიკური სიტყვებით მიმართავს ნელი დოროყაშვილს. ასევე არის ეპიზოდები, სადაც ისმის ბილწსიტყვაობა, თუმცა ამის საპირწონედ ჩვენ გვქონდა ამავე ვიდეო-აუდიო ჩანაწერებში ქალბატონი ნელი დოროყაშვილის ქმედებები ქრონოლოგიაში გამოხატული და ჩანაწერების მიხედვით, თავად ქალბატონი ნელი დოროყაშვილი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ნიკოლოზ ბასილაშვილს, იყო დამცირების შემთხვევები და სამწუხაროდ იყო უკიდურესად უხამსი სიტყვებით მოხსენიება.
გარდა ამისა, დაცვის მხარემ საქმეში ჩაატარა ალტერნატიული გამოძიება და ამ ალტერნატიული გამოძიების ფარგლებში დაცვამ სასამართლოს წარმოუდგინა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილის მხრიდან განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა". - განაცხადა მოსამართლემ.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics