|
2022-10-21 16:38:30, 936 ნახვა
საზოგადოება
რკინიგზების ხელმძღვანელებმა თბილისში შუა დერეფნის საერთო კრება გახსნეს
დღეს თბილისში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) საერთო კრება საქართველოს ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა. შუა დერეფანი, რომელიც ინტერმოდალური და მულტიმოდალური გადაზიდვების გაძლიერებას 2013 წლიდან უწყობს ხელს, აქტიურად მუშაობს დერეფანში სატვირთო გადაზიდვების გაზრდაზე. ყოველწლიურ საერთო კრებაზე შუა დერეფნის მონაწილე სარკინიგზო ადმინისტრაციების წარმომადგენლები, საზღვაო და საპორტო გადამზიდავები ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობის გაზრდაზე, ახალი ტვირთების მოზიდვაზე, გამჭოლ ტარიფებსა და სერვისების გაუმჯობესებაზე მუშაობენ. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის საერთო კრება საქართველოში უკვე მეორედ იმართება. სამუშაო ვიზიტით თბილისში ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის რკინიგზების ხელმძღვანელი პირები ჩამოვიდნენ. საერთო კრებაზე სიტყვით საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, გამოვიდა. დავით ფერაძემ შუა დერეფნის როლზე ისაუბრა თუ რამდენად მნიშვნელოვანია იგი კომპანიის განვითარებისათვის. ,,აღსანიშნავია, რომ ასეთი მასშტაბის შეხვედრა საქართველოს რკინიგზის იუბილეს დაემთხვა. საერთო კრებაზე შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობასა და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ. არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მარშრუტზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ჩვენი მიზანია დერეფანში რაც შეიძლება მეტი ტვირთი გავატაროთ და საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებლები გავზარდოთ. " - განაცხადა დავით ფერაძემ.
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)