11:49 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-17 19:03:21, 1379 ნახვა

პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი - რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროებას ვერ ვხედავ

რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროებას მე პირადად ვერ ვხედავ. - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს არსებული მექანიზმები, რომლითაც შესაბამისი კონტროლი ხდება, სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქვეყანას აქვს.

"დღეს არსებული მექანიზმები, რომლითაც შესაბამისი კონტროლი ხდება, სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქვეყანას აქვს. მათ შორის, სავიზო რეჟიმი კონტროლის ერთ-ერთი საშუალებაა, თუ ვინ უნდა შემოვუშვათ ქვეყანაში და ვინ არა და საფრთხეებს ვინ შეიცავს და ვინ არა, როდესაც ესა თუ ის პირი საქართველოში აპირებს შემოსვლას. შესაბამისად, ამ ეტაპზე რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროებას მე პირადად ვერ ვხედავ. თუ ისეთი მომენტი დადგება, რომ ქვეყანაში არსებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ იმ სტანდარტს, რაც უსაფრთხოების მიმართულებითაა საჭირო, ამაზე შეიძლება იყოს საუბარი. თუმცა, დღეს ამის საჭიროება არ არის". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, საქართველოს რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოუწიოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
დაზიანება მიიღო ბრალდებულის დედამაც – დააკავეს კაცი, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics