12:14 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-17 10:24:34, 1167 ნახვა

პოლიტიკა
„კალაძე, აიღე პასუხისმგებლობა“ - კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით, მერიასთან აქცია მიმდინარეობს

"კალაძე, აიღე პასუხისმგებლობა" - ამ სახელწოდებით თბილისის მერიასთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები არიან მოქალაქეები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც თბილისის მერის, კახა კალაძის გადადგომას ითხოვენ. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თბილისის მერმა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო პოლიტიკური პასუხიმგებლობა უნდა აიღოს. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადასარჩენად ორი თანატოლი ბიჭი ეცადა.  

ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, მძიმე იყო მისი თანატოლის მდგომარეობაც. რაც შეეხება მესამე მოზარდს, 13 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის გუშინ მართვის სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics