|
2022-10-12 14:24:28, 1742 ნახვა
რეგიონი
პირველად ზემო მთიანი აჭარის ისტორიაში, შუახევში ახალგაზრდული კინომოყვარულთა ფესტივალი ,,აჭარული ამბები" გაიმართა
პირველად ზემო მთიანი აჭარის ისტორიაში, შუახევში ახალგაზრდული კინომოყვარულთა ფესტივალი - ,,აჭარული ამბები" გაიმართა. ღონისძიებას, შუახევის მერის მოადგილეები, რუსუდან შავაძე, გურამ ზოიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი თამარ გუდავა, საერთაშორისო კინოფესტივალი ,,თბილისური აისის“ ხელმძღვანელი, გრიგოლ ჩიგოგიძე, მოწვეული სტუმრები, ჟიურის წევრები და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფესტივალის ფარგლებში, მოეწყო ახალგაზრდების მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება/განხილვა და საუბრები კინოხელოვნებაზე. საზეიმოდ დაჯილდოვდნენ, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული და გრან- პრის მფლობელი ახალგაზრდები, რომლებსაც სასაჩუქრე ვაუჩერები და სიგელები გადაეცათ. პროექტის მიზანს, კინოხელოვნებით დაინტერესებული მოზარდებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენა, საბავშვო და ახალგაზრდულ კინოსტუდიებს შორის თანამშრომლობა, აჭარის რეგიონის ტურისტული ლოკაციების გადაღება-პოპულარიზაცია წარმოადგენდა. კინოფესტივალი ,,აჭარული ამბები", არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გადასხვაფერდის“, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული შემოქმედებითი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია, რომლის ფინანსური მხარდამჭერია შუახევის მერია.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)