|
2022-10-10 22:41:18, 1815 ნახვა
ომი უკრაინაში
იუკნევიჩიენე - პუტინი არის სამხედრო დამნაშავე
უკრაინელები იმარჯვებენ და, რა თქმა უნდა, პუტინი საბოლოოდ დამარცხდება. - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის წევრმა, რასა იუკნევიჩიენმა განაცხადა. მისივე თქმუთ, პუტინი უკრაინაში განსაკუთრებული სიმწვავის დანაშაულს სჩადის, პუტინი არის სამხედრო დამნაშავე. „ეს [კიევისა და უკრაინის ქალაქების დაბომბვა] სასოწარკვეთილი პუტინის თავდასხმაა. ის სასოწარკვეთილია, რადგან აგებს ამ ომს წინა ხაზზე. უკრაინელები იმარჯვებენ და, რა თქმა უნდა, პუტინი საბოლოოდ დამარცხდება. მას ეს ძალიან კარგად ესმის, ამიტომ ცდილობს, რომ საკუთარი თავი ძლიერ ლიდერად დახატოს, განსაკუთრებით, რუსეთის ფარგლებს შიგნით. რა თქმა უნდა, მას სურს, რომ გაანადგუროს ისეთი ქვეყანა, როგორიც არის უკრაინა, მიაყენოს რაც შეიძლება მეტი ზიანი. უკრაინა საჭიროებს დაუყოვნებლივ დახმარებას, სწორედ აქ უნდა ვითანამშრომლოთ მასთან ჩვენ, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვაცხადოთ რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ სახელმწიფოდ. ეს არის განსაკუთრებული სიმწვავის დანაშაული, რა თქმა უნდა, პუტინი არის სამხედრო დამნაშავე, ის საკუთარ გუნდთან ერთად არის ჩართული ამ საერთაშორისო დანაშაულში კაცობრიობის წინააღმდეგ". - ნათქვამია განცხადებაში ფორმულას თარგმანი. შეგახსენებთ, რომ დღეს 10 ოქტომბერს, დილით, უკრაინის ქალაქები დაბომბვის ქვეშ მოექცა. მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო. ამასთან აღსანიშნავია, რომ უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)