15:17 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-06 22:25:48, 1559 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ურსულა ფონ დერ ლეიენთან ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებით

ძალზედ პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ურსულა ფონ დერ ლეიენთან ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებით. - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლეიენთან შეხევდრის შემდეგ საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე დაწერა.
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადლობას  უხდის  ევროკომისიის პრეზიდენტს და ევროკომისიას რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს დახმარებისთვის, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. 
 
"ძალზედ პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ურსულა ფონ დერ ლეიენთან ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებით.
 
მადლობას ვუხდი ევროკომისიას, კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს დახმარებისთვის. საქართველო ერთგულია ევროპული მომავლის," - წერს პრემიერი.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
TASS: რუსეთი საქართველოსგან თელავში მომხდარზე სათანადო სამართლებრივ შეფასებას ელის
ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა
კობახიძე ვახო სანაიას პარტიულ აქტივისტს უწოდებს და პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობს
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics