15:49 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-06 15:13:34, 944 ნახვა

პოლიტიკა
დაპირისპირება ხარაგაულში - „ქართული ოცნების“ პარტაქტივი ლევან ხაბეიშვილს თავს დაესხა

ხარაგაულის ცენტრში ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებსა და "ქართული ოცნების" პარტაქტივს შორის დაპირისპირება მოხდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ლევან ხაბეიშვილი, მის წევრებთან ერთად, სოციალური სამსახურის ხელმძღვანელთან მივიდა და საკრებულოს მაღალჩინოსნისთვის სოციალური შემწეობის გაცემას აპროტესტებდა. 

ადგილზე შეკრებილი "ქართული ოცნების" წევრები და მხარდამჭერები მოითხოვდნენ, რომ დაეტოვებინათ აღნიშნული ტერიტორია, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 

"ეს კაცი არს საციხო და ჩვეულებრივი ქურდი, კორუმპირებული. რას ეუბნებით იმ 5000 ადამიანს, რომელსაც სოციალური შემწეობა არ აქვს. საკრებულოს თავმჯდომარეს მოადგილეს უნდა ჰქონდეს? ოთხი ათასი ლარი აქვს ხელფასი და ხალი მშიერია",- განუცხადა ლევან ხაბეიშვილმა  სოციალური სამსახურის ხელმძღვანელს. 

ცნობისთვის, ანტიკორუფციული მოძრაობის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით კიკნაძე, რომელსაც 4 000 ლარიანი ხელფასი აქვს, ხარაგაულის უწყებამ სოციალური დახმარება დაუნიშნეს.

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics