|
2022-10-05 00:18:04, 1684 ნახვა
საზოგადოება
ფართოდ გავრცელებული ტრავმები
ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა, რომელიც არასწორ მოძრაობას უკავშირდება, შესაძლოა დაჭიმულობით, ღრძობით ან მოტეხილობით დასრულდეს. გარდა ამისა, ტრავმები უკავშირდება მოულოდნელ არასასიამოვნო ფაქტებს როგორიცაა: ავტოსაგზაო შემთხვევა, დაცემა, ვარდნა და სხვა. ეს ყველაზე ფართოდ გავრცელებული ტრავმებია. სხვადასხვა ორთოპედიული ტრავმის შესახებ საინტერესო ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სამედიცინო პორტალზე: infomedical.ge ფართოდ გავრცელებულ ტრავმებს, როგორც წესი თან ახლავს: ● ფეხის ღრძობა - ეს პრობლემა ხშირია სპორტსმენებში, რადგან ფეხის დაზიანების ძირითადი მიზეზია სირბილის ან სწრაფი მოძრაობისას სახსრის გადაჭარბებული დატვირთვა, მოხრა, გაშლა ან ფეხის როტაციაა. ნაღრძობი ფეხის მკურნალობა ჩვეულებრივ თაბაშირის დადებით ან ფიქსატორის გამოყენებით შეიძლება. ორივე მათგანი ძვალს სწორ მდებარეობაში აფიქსირებს და შესაძლებელი ხდება მისი შეხორცება. ძლიერი შეშუპების დროს შესაძლებელია ნახვევი არ გაკეთდეს, მაგრამ ფეხის იმობილიზაცია აუცილებელია. ● წელის ტკივილი - დაცემის, ჩამოვარდნისა და ავარიის დროს ხშირად ზიანდება წელი. ამ დროს დამახასიათებელია მწვავე, ძლიერი, შეტევითი ხასიათის წელის ტკივილი. გარდა ტკივილისა, წელის ტრავმას ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: შეშუპება, სიარულის მანერის შეცვლა და მოძრაობის შეზღუდვა. თუ საქმე გვაქვს წელის მალების კომპრესიულ მოტეხილობასთან, შესაძლოა, გამოვლინდეს ნევროლოგიური სიმპტომებიც. ● იდაყვის ამოვარდნა - ხშირია ბავშვებში და სპორტსმენებში. ამ დროს სახსარში მონათესავე ძვლების სასახსრე ზედაპირები ერთმანეთს სრულად ან ნაწილობრივად სცილდება. იდაყვი რთული აგებულების სახსარია, რომელიც მრავალი მოქმედების განხორციელებაში გვეხმარება - აქედან გამომდინარე, მისი დაზიანება მუშაობაში ხელს გვიშლის. ● მაჯის ღრძობა - მწვავე ტკივილით ხასიათდება, შეიძლება წარმოიშვას დარტყმით ან დაცემით. მნიშვნელოვანია, რომ მისი მკურნალობა დროულად და სწორად მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვა პრობლემებსაც გამოიწვევს. სხვადასხვა ტიპის ტრავმის დროს მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში აქტიურად გამოიყენება ორთოპედიული ფიქსატორები. ეს პროდუქტი ეფექტურია სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ტკივილის შესამცირებლად. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ტრავმის მიღებისთანავე მოხდეს მკურნალობის დაწყება.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)