23:47 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-03 11:54:49, 1068 ნახვა

მსოფლიო
ბორის ჯონსონს ახალი თანამდებობა აქვს - ის უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფს უხელმძღვანელებს

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კონსერვატიულ პარტიაში ახალი თანამდებობა დაიკავა. ის უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფს უხელმძღვანელებს.

როგორც გამოცემა The Guardian-ი იუწყება, უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჯონ უიტინგდეილმა ბრიტანელი კონსერვატორების კონგრესზე თავისი მემკვიდრე დაასახელა. მისი თქმით, გადაწყვეტილება აშკარაა, რადგან ჯონსონი იყო ერთ-ერთი პირველი მსოფლიო ლიდერი, ვინც უკრაინას დაუჭირა მხარი.

"ბევრად ყველაზე აშკარა და ყველაზე ღირსეული ადამიანი ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, რადგან ის იყო პირველი ადამიანი, არა მხოლოდ ამ ქვეყანაში, არამედ მთელ დასავლურ სამყაროში, რომელიც ასე მტკიცედ გამოვიდა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად", - განაცხადა უიტნგდეილმა. განაცხადა.

ბრიტანეთის ექსპრემიერი კონგრესს არ ესწრებოდა, მაგრამ დაადასტურა, რომ თანამდებობას დათანხმდა.

შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ოფიციალურად 6 სექტემბერს დატოვა. დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი ახალი პრემიერი გახდა .

მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის ჯონსონთან ახალ თანამდებობაზე მუშაობას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics