22:26 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-03 10:53:26, 936 ნახვა

საზოგადოება
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის სახელით, საზეიმო მიღება გაიმართა. სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას კახა კალაძემ სიტყვით მიმართა და  დედაქალაქის მთავარი დღესასწაული - „თბილისობა 2022“ მიულოცა. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

მერიის ცნობით, დამსწრე საზოგადოებას, ასევე, სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 „ჩემთვის დიდი პატივია, რომ ასეთი წარმატებული ადამიანები გვყავს. ადამიანები, რომელებიც ყოველდღიურად ემსახურებოდნენ და ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ გილოცავთ თბილისობას, რომელიც არ არის მხოლოდ ქალაქის დღე. ეს დღესასწაულია, სადაც ყველაზე კარგადაა გამოხატული თბილისის ხასიათი - მრავალფეროვნება, სიჭრელე და მიზანდასახულობა, იყოს მუდამ გამორჩეული, განვითარებული ქალაქი. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის როლი. მნიშვნელოვანია ის, რომ ქალაქის აღმშენებლობა განვაგრძოთ. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, ხელი შეგვიშალოს ამ უდიდესი კულტურის მქონე ქალაქის განვითარებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საზეიმო მიღებაზე დედაქალაქის მერმა, ასევე, თბილისის 2022 წლის 20 საპატიო მოქალაქე დააჯილდოვა და მათ ქალაქის სიმბოლური გასაღები და სიგელი გადასცა,

„თბილისობა 2022“-თან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, მედიის წარმომადგენლები, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები, ხელოვანები, სპორტსმენები, მეცნიერები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics