|
2022-09-28 12:58:53, 974 ნახვა
საზოგადოება
კალაძე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს სთხოვს, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის მიმართ მეტი ინტერესი გამოიჩინონ
თბილისის მერი კახა კალაძე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს სთხოვს, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის მიმართ უფრო მეტი ინტერესი გამოიჩინონ. ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პირველი საპილოტე პროექტი შედგა, ტენდერი ჩატარებულია და გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებაც გაფორმდა. „ორი კვირის წინ მთავრობის სხდომაზე განვაცხადეთ, რომ პირველი საპილოტე ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროგრამა შედგა, ჩატარდა ტენდერი და გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება უკვე დაიდო. ერთი თვის განმავლობაში მოხდება ავარიული კორპუსის დემონტაჟი და დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, დასრულდება ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და ავარიულ კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას გარემონტებულ ბინებს გადავცემთ. ამ ეტაპზე, ეს ოჯახები მუნიციპალიტეტის ხარჯზე, ქირით გვყავს გაყვანილი“, - განაცხადა მერმა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი დამატებით 25-მდე ავარიული შენობის ჩანაცვლების პროექტს განიხილავს. „მინდა, მოვუწოდო სამშენებლო კომპანიებს მეტი აქტიურობისკენ. როგორც იცით, მუნიციპალიტეტი ამ სამუშაოებს ერთჯერადად არ ახორციელებს, ეს არის მრავალწლიანი პროექტი, რომელიც ყოველწლიურად განხორციელდება. მინდა, მოვუწოდო ყველას უფრო მეტი ინტერესისა და ჩართულობისკენ. ასევე, მინდა, დავავალო ვიცე-მერს, თუ ვინმეს აქვს დამატებითი კითხვები აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით, შეხვდეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. გვაქვს სურვილი, რომ მათ მეტად გამოხატონ ინტერესი პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით. გვესმის, რომ ეს ახალი პროდუქტია, მაგრამ ჩვენ საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს სამშენებლო სექტორთან, უშუალოდ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ვატარებთ შეხვედრებს, რათა მათ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ და ინტერესი მაღალი იყოს. ამ ეტაპზე, ერთი პროექტი გამოვიტანეთ და ტენდერი შედგა, თუმცა, მომდევნო ეტაპზე, როდესაც მასიურად დაიწყება პროექტების განხორციელება, საჭიროა უფრო მეტი სამშენებლო კომპანია. ამიტომ, ვთხოვთ სამშენებლო სექტორს, უფრო მეტი ჩართულობა გამოიჩინონ, რადგან უმნიშვნელოვანესი პროექტია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)