21:40 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-23 13:41:02, 1157 ნახვა

პოლიტიკა
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, აშშ საქართველოზე ე.წ. მეორე ფრონტის გახსნისთვის ზეწოლას ახორციელებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ "ავანტიურული ნაბიჯის" გადადგმისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" რუსულენოვანი ბიურო ავრცელებს.

არძინბას მტკიცებით, ე.წ. მეორე ფრონტის გასახსნელად, საქართველოზე ზეწოლას ახორციელებს ჯონ პენელი, რომელიც ადრე უკრაინასა და ლიბიაში მუშაობდა, აგვისტოში კი, სამხრეთ კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელად დაინიშნა.

"მან საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად უკვე დაიწყო ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა მათ მორიგი სამხედრო ავანტიურა გაატარონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ და გახსნან ე.წ. მეორე ფრონტი" - აცხადებს ინალ არძინბა.

მისივე მტკიცებით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან ერთად, ამ პროცესში თბილისში ამერიკის საელჩოც მონაწილეობს.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დასავლურ სტრუქტურებზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ისინი ყველა ქვეყანაში ერთი პრინციპით მუშაობენ - "ყველაფერი ჰუმანიტარული ქმედებებით იწყება და სახელმწიფო გადატრიალებით მთავრდება".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics