21:59 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-22 13:41:03, 988 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი საქართველოს სახალხო დამცველის ღია კენჭისყრით აირჩევს

პარლამენტი საქართველოს სახალხო დამცველის ღია კენჭისყრით აირჩევს. დეპუტატებმა მესამე მოსმენით განიხილეს და 104 ხმით, ერთხმად მიიღეს პარლამენტის რეგლამენტის პროექტში შესატანი ცვლილება.

კანონპროექტის ინიციატორი  საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი,  პოლიტიკური გაერთიანება „მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანია.

პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო.

მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებომისილების ვადა წლის ბოლოს ეწურება. პარლამენტმა ახალი ომბუდსმენი დეკემბერში უნდა აირჩიოს, რასაც 90 დეპუტატის ხმა სჭირდება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics