05:19 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-17 11:30:11, 1889 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ზაპორიჟიესთან მდებარე სოფელზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს

რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს ზაპორიჟიესთან მდებარე სოფელზე. ამის შესახებ ზაპორიჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ-ჯერობით მსხვერპლის რაოდენობა დადგენილი არ არის. 

"მტერმა სარაკეტო იერიში მიიტანა ზაპორიჟიეს მახლობლად მდებარე სოფელზე. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება", - განაცხადა მან.

სტარუხმა მოქალაქეებს სიმშვიდისკენ და ინფორმაციის გამჟღავნების წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ღამით დაბომბეს ზაპორიჟიეს რაიონი და. გაანადგურეს გიმნაზია, სპორტული კლუბი და კულტურული ცენტრი, დაჭრეს ერთი ადამიანი.

ამავდროულად, გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს რუსი დამპყრობლების თავდასხმები და ზარალი მიაყენეს მათ ხუთი დასახლების რაიონებში. საუბარია ბახმუტზე, ზაიცევეზე, ავდიივკაზე, მიკოლაივკა დრუგაზე და ნოვომიხაილივკაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics