|
2022-09-14 17:56:15, 1682 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ხელოვნურ კუნძულს წამყვანი ამერიკელი არქიტექტორები დააპროექტებენ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამერიკული კომპანიის „შოფ არქითექთს"-ის წარმომადგენლებს შეხვდა. ამერიკული კომპანია „ბათუმი აილენდი"-ს პროექტზე იმუშავებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს ბათუმის საინვესტიციო გარემო და ტურისტული პოტენციალი გააცნო. „ბათუმის აილენდის" უნიკალური არქიტექტურის მქონე ნაგებობის შექმნისთვის საერთაშორისო და საუკეთესო პრაქტიკა იქნება გათვალისწინებული. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, პროექტი იქნება თანამედროვე და ბათუმზე მორგებული. კომპანია „შოფ არქითექთს"-ს ინოვაციური პროექტების საერთაშორისო გამოცდილება აქვს. ბათუმში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის "ამბასადორი ბათუმი აილენდი"-ს განხორციელება იწყება, რომელიც ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას კომპანია ამბასადორი განახორციელებს, სადაც 2000 ადამიანი დასაქმდება.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)