07:50 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-09 13:30:56, 1656 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - უკრაინის ეფექტიანმა კონტრშეტევამ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ შეგვიძლია ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია

უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტიანმა კონტრშეტევამ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ შეგვიძლია ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ ასვე დაამტკიცა, რომ შეუძლია, კრეატიულად და ეფექტიანად გამოიყენოს თანამედროვე დასავლური იარაღი.

„რას ეუბნება მსოფლიოს ეფექტიანი უკრაინული კონტრშეტევა?

1. უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია. შესაბამისად კონფლიქტის გაყინვა არ იქნება.

2. უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია, კრეატიულად და ეფექტიანად გამოიყენოს თანამედროვე დასავლური იარაღი.

3. დროა, რუსული ჯარები გაეთრიონ. ეს იქნება მტკივნეული“, - წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს უკრაინის ხელისუფლებამ ხარკოვის მიმართულებით კონტრშეტევის წარმატებული შედეგებისა და 20 დასახლებული პუნქტის გათავისუფლების შესახებ განაცხადა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics