09:58 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-07 12:16:43, 953 ნახვა

საზოგადოება
საქართველო გერმანიის ფედერაციის ნოტარიუსთა პალატასთან სანოტარო სამართლის განვითარებისა და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის საკითხებში ითანამშრომლებს

რატი ბრეგაძემ გერმანიის ფედერაციის ნოტარიუსთა პალატის პრეზიდენტ იენს ბორმანთან შეხვედრისას ისაუბრა იმ მიღწევებზე, რაც საქართველოს სანოტარო სამართლის წარმოებაში აქვს. აღნიშNულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მოქმედებს სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული რეესტრი და მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დისტანციურად მიიღონ ყველა სერვისი. მინისტრმა ისაუბრა იმის შესახებაც, რომ საქართველოში ნოტარიუსთა სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით 12 რაიონშია ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს მოსახლეობის დროსა და ფინანსებს.

"სანოტარო სამართლის წარმოება, ელექტრონული სამართლებრივი გარიგებების მომზადების ტექნიკა, დოკუმენტების გაყალბების თავიდან აცილების საშუალებები, ერთობლივი პროფესიული სასწავლო მოდულების განხორციელება - ეს ის საკითხებია, რომელიც მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს. რატი ბრეგაძემ იენს ბორმანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას გერმანიასთან.

შეხვედრას მინისტრთან ერთად იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილეები, ბექა ძამაშვილი, ბუბა ლომუაშვილი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ესწრებოდნენ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ასევე ყუბანს და ვორონეჟის შეუტიეს
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
Axios: ტრამპმა ირანზე დარტყმების ბრძანება თურქეთში ყოფნისას გასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics