09:58 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-07 10:21:04, 688 ნახვა

საზოგადოება
„ნეტფლიქსსა” და ნონა გაფრინდაშვილს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა

„ნეტფლიქსი" ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიერ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით შეთანხმებას დასთანხმდა. აღნიშნულის შესახებ „ნეტფლიქსის" პრესსპიკერმა გამოცემა Axios-თან განაცხადა.

მათივე ცნობით, შეთანხმების პირობები არ გასაჯაროებულა. თუმცა როგორ „ნეტფლიქსში" აცხადებენ, კომპანია მოხარულია, რომ საქმე შეთანხმებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ სარჩელი ეხება სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ გაჟღერებულ ფრაზას, რომ ნონა გაფრინდაშვილს მამაკაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია.

გაფრინდაშვილის სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ კომენტარი „ მცდარი, სექსისტური და დამამცირებელია“ და რომ "ნეტფლიქსმა“ შეგნებულად იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციით, გაფრინდაშვილი კომპენსაციის სახით კომპანიისგან ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარს და  ფილმიდან კონკრეტული მონაკვეთის ამოჭრას ითხოვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ასევე ყუბანს და ვორონეჟის შეუტიეს
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
Axios: ტრამპმა ირანზე დარტყმების ბრძანება თურქეთში ყოფნისას გასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics