07:26 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-30 14:48:27, 1411 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციაზე - ერთი დირიჟორი ყავს ამ ამბავს, ვიღაცამ გადაწყვიტა, არ დაესწრონ შეხვედრას

როგორც ჩანს, ერთი დირიჟორი ყავს ამ ამბავს, ვიღაცამ გადაწყვიტა მათში, რომ არ დაესწრონ შეხვედრას და ნაცვლად იმისა, რომ ჩაერთონ რეკომენდაციების ერთერთი პუნქტის შესრულებაში, პირიქით, რადიკალიზაციის გეგმას დაადგნენ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიცია არცერთ ნაბიჯს არ დგამს რეკომენდაციების შესასრულებლად. 

„დილით დაზუსტებით ვიცოდით, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ნაცმოძრაობის წარმომადგენლებიც მოდიოდნენ, თუმცა მათაც უარყვეს. როგორც ჩანს, ერთი დირიჟორი ყავს ამ ამბავს, ვიღაცამ გადაწყვიტა მათში, რომ არ დაესწრონ შეხვედრას და ნაცვლად იმისა, რომ ჩაერთონ რეკომენდაციების ერთერთი პუნქტის შესრულებაში, პირიქით, რადიკალიზაციის გეგმას დაადგნენ. როგორც ვიცი მათ ახსენეს ქუჩის პროტესტი, ეს როგორც ჩანს, პირველი პუნქტის შესრულებას უწყობს ხელს, რა თქმა უნდა ეს ირონიაა იქიდან გამომდინარე, რომ დეპოლარიზაციის ნიშან-წყალი მათ ქმედებებში არ არის. მათ არ უნდათ, არცერთ ნაბიჯს არ დგამენ ამ რეკომენდაციების შესასრულებლად. დღევანდელი დღე,  დილით დადასტურება ამ შეხვედრაზე მონაწილეობის და შემდეგ არმოსვლა არის იმის ლუსტრაცია, რომ ისინი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთ-ერთი პუნქტის შესრულებაზე პირდაპირ ამბობენ უარს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics