08:18 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-24 11:46:31, 2029 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - უკრაინელების სამაგალითო ბრძოლა ხაზს უსვამს დამოუკიდებლობის დიდ მნიშვნელობას

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 

მისი თქმით, უკრაინელების სამაგალითო ბრძოლა თავისუფლებისთვის ხაზს უსვამს დამოუკიდებლობის დიდ მნიშვნელობას.

"ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. თქვენი სამაგალითო ბრძოლა თავისუფლებისთვის ხაზს უსვამს დამოუკიდებლობის დიდ მნიშვნელობას. უკრაინის ხალხს ვუსურვებთ უწყვეტ ძალასა და სიმამაცეს, რათა დაიცვან თავიანთი სამშობლო და უზრუნველყონ მშვიდობიანი და აყვავებული მომავალი",- წერს პაპუაშვილი. 

დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის გამოცხადების 31 წლისთავს აღნიშნავს. ეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად ზაფხულის ბოლოს აღინიშნება. წელს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყველა უკრაინელისთვის.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics