|
2022-08-17 18:16:04, 2799 ნახვა
კომენტარი
ყორშია ნაკაიძეზე - მთელი „მთავარი არხი“ ახლა ჯოჯოხეთს გადის, ყველა ქალზე მოძალადე კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს
„მთავარი არხის“ ჟურნალისტი ბექა ყორშია, მისი კოლეგის, ლაშა ნაკაიძის დაკავებას ეხმაურება. ნაკაიძე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ყორშია წერს, რომ ყველა ქალზე მოძალადე (მათ შორის - ლაშა ნაკაიძე) კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. “გაბუმ რომ მითხრა ეს ამბავი, სამი საათი ვისხედით და ვერ ვინძრეოდით. ეს ის შემთხვევაა, როცა არ არსებობს არანაირი ინტერესთა კონფლიქტი. არ აქვს მნიშვნელობა კოლეგაა, მეგობარია, ბავშვის ნათლია, თუ ოჯახის წევრი - სათქმელი ღიად, ცხადად და პრინციპულად უნდა დავაფიქსიროთ - ყველა ქალზე მოძალადე (მათ შორის - ლაშა ნაკაიძე) კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს ! მთელი “მთავარი არხი” ახლა ჯოჯოხეთს გადის, მაგრამ ჩვენი სტრესი საერთოდ არაფერია იმასთან შედარებით, რაც თავად ძალადობის მსხვერპლმა განიცადა და ახლაც განიცდის,“- წერს ყორშია შეგახენებთ, რომ ჟურნალისტი ლაშა ნაკაიძე პოლიციამ გუშინ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავა. არსებული ინფორმაციით, მას ბრალი 3 მუხლით წარუდგინეს - ძალადობა, გაუპატიურების მცდელობა და მუქარა
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)